ნეტავ ერთხელ ჩემი თვალით დაგანახათ,
ამ სამყაროს უნიჭოთა თეატრი.
შეკრებილა ერთად ბევრი სალახანა
და ჰგონია თავი ყველას ბელადი.
ვუყურებ და მეცინება მათ როლებზე,
მაგრამ ვიცი, უფრო სატირალია.
მომიტევეთ მე ამ სპექტაკლს ვერ მოვერგე.
ეს სიყალბეც ვეღარ ამიტანია.
დროს კარგავენ სულ რაღაცის მტკიცებაში,
შეჯიბრი და დაცინვა ხომ სტილია.
ვის ებრძვიან ამას თვითონ ვერ ხვდებიან
და თანდათან უფსკრულისკენ მიდიან.
ქიშპობენ და იმას აღარ ფიქრობენ, რომ
მათი მანჭვა ზოგს ფეხებზე ჰკიდია.
ის ვინც ცხოვრობს საკუთარი ცხოვრებისთვის,
გაცილებით ამაყი და მშვიდია.
Melano Zukakishvili - Netav Ertxel Chemi Tvalit Daganaxat
მელანო ზუკაკიშვილი - ნეტავ ერთხელ ჩემი თვალით დაგანახათ
No comments:
Post a Comment