მელანო ზუკაკიშვილი - რობოტების ეშაფოტი

არავისთვის არ ღირს ახსნა არაფრის.
მაინც ვერვინ ვერაფერს ვერ გაიგებს.
დამიჯერე სიტყვის თქმას არ დაგაცდის,
დრო წამებში ნათქვამ სიტყვებს წაიღებს.
   
ვინც გაგიგებს მას ახსნაც არ სჭირდება,
მას ხომ შენი უსიტყვოდაც ესმის.
უთქმელობა ვიცი გაგიჭირდება,
მაგრამ ნათქვამს მოწამლავენ გესლით.

ყველას ესმის ისე როგორც სწადია,
განმარტება დამიჯერე არ ღირს.
ღიმილიც ხომ უკვე დიდი ფარსია,
ქვეყნად ნაღდი კაცის ძებნა დაგღლის.

დაუკარგავთ ფასი ადამიანებს,
მირჩევნია სიმარტოვემ შემშალოს.
ყალბი სიტყვა ჰაერს ანაგვიანებს,
ვიხრჩობი და ვერაფრსაც ვერ ვამბობ.

თბილ სალამს არ გაღირსებენ, გულიანს,
ვეღარ ვუძლებ რობოტების ეშაფოტს.
უსამართლო სამყაროსთან შეხებას,
მირჩევნია სიმარტოვემ შემშალოს.


Melano Zukakishvili - Robotebis Eshafoti
მელანო ზუკაკიშვილი - რობოტების ეშაფოტი

No comments:

Post a Comment