განა გიხმობ, - ეს უბრალოდ გული მღერის,
ფოთოლთ შრიალს აჰყოლია თავხედურად.
შენი სუნთქვის სიახლოვე შევიგრძენი,
შეშლილი ვარ, ვერ აგიხსნი პოეტურად.
რა გრძნობაა, როცა ისე ''მეჩემები'',
თითქოს იყო, ჩემს სხეულში ჩემზე მეტი.
შენზე ფიქრებს ვითვლი წამის შეჩერებით,
უშენობის ყველა საათს ვემტერები.
გიჟი რომ ვარ, განა გიჟად დავიბადე?!
შენი სულის სიდიადემ გამაგიჟა,
ბედმა გუშინ მარადიულ სიყვარულის
ათინათზე, ისევ დედა დამაფიცა.
რომ მიყვარხარ, განა ამას თქმა სჭირდება?!
განა სიტყვებს, დუმილზე აქვს მეტი ფასი?!
მზერით იგრძნობ როცა სითბო დამჭირდება,
რა ვქნა ასე - ''უცნაურად'' შემიყვარდი.
Melano Zukakishvili - Gana Gijad Davibade
მელანო ზუკაკიშვილი - განა გიჟად დავიბადე
No comments:
Post a Comment