მურმან ლებანიძე - "ღალატს ისტორია სულ ორგვარს იცნობს"

ღალატს ისტორია სულ ორგვარს იცნობს, __
მომსწრე ვარ ორგვარისვე ურიცხვის:
რამდენჯერ უღალატა თვისტომმა თვისტომს
ხორცისთვის
და არა სულისთვის?!

კი! თვისტომს ღალატობს თვისტომი მუხანათი:
ქალისთვის! სახელისთვის! ფულისთვის!
მაგრამ ესეც ითქვას: რამდენჯერ უღალატა
დამპყრობელს
დამპყრობელმა სჯულისთვის?!
დიაღაც სისხლისთვის! დიაღაც ჯიშისთვის!
დიაღაც __
თვისტომის გულისთვის!

Murman Lebanidze - Galats Istoria Sul Orgvars Icnobs
მურმან ლებანიძე - ღალატს ისტორია სულ ორგვარს იცნობს

No comments:

Post a Comment