სულ რამდენიმე,
ორი, თუ სამი,
იმედად ჩემდა, არსებობს სახლი,
სადაც მე ძალმიძს,
ყოველ დროს ძალმიძს
მოულოდნელად დავრეკო ზარი.
ერთ-ერთი მათგან
სახლია შენი,
რომელიც მელის,
ყოველ დროს მელის.
და, ერთხელ, როცა,
და, ერთხელ, როცა
ეგ სახლი შეწყვეტს ჩემდამი ლოდინს, _
მე ისევ მოვალ,
კვლავ შენთან მოვალ, _
მხარზე ჩემივე საფლავის ლოდით.
Muxran Machavariani - Me Isev Moval
მუხრან მაჭავარიანი - მე ისევ მოვალ
No comments:
Post a Comment