მუხრან მაჭავარიანი - ბატონო დავით!

დღემდე რომ არ იცის
რაი არს ხავსი,
დღემდე რომ არა ჰყავს
თუნდ ოდნავ მსგავსი, -
კალამი შოთასი, -
სინათლით სავსე, -
ხმალზე დამყნილი, -
დავითის ხმალზე.

რუსთველი ახალი
თუ გინდა დავით,
ვეფხისა ახალი
თუ გინდა ტყავი, -
ჯერ უნდა შენ თვითნ
იშიშვლო ხმალი,
ჯერ უნდა შენ თვითონ
გასწირო თავი, -
ბატონო დავით!

Muxran Machavariani - Batono Davit!
მუხრან მაჭავარიანი - ბატონო დავით!

No comments:

Post a Comment