მუხრან მაჭავარიანი - ჩუღურეთი

ცივი ლუდი,
ღვეზელები ღვიძლის,
კვნესა ძუსი,
ხშირი სუნთქვა ხვადის...
ჩუღურეთი,
დედაკაცი სიძვის, -
გამოხედვა უპატრონო კატის.

არაფრისა,
ჭრია თუ ლხინი, -
თავის დროზე ჩვენ არ ვიცით ყადრი:
ყველაფერი,
ისე, როგორც ხილი,
უფრო ტკბება,
დრო რაც უფრო გადის.

Muxran Machavariani  - Chugureti
მუხრან მაჭავარიანი - ჩუღურეთი

No comments:

Post a Comment