ვით არაგველი, -
მჭამელი გველის,
ძეხორციელის
სევდა-ნაღველის
გამომხატველი
ვინმე ხევსური, -
მსოფლიოსია ნათესავი ვვინცავინ სულით.
ვითარცა ვეფხი, -
ვიღაცა მესხის, -
საქართველოსი
ოქრო და ვერცხლი
/ვითომ სპარსული/, -
მსოფლიოსია ნათესავი რაიცა სულით
კანკელი სპეთის,
კანკელი სპეთის,
კანკელი სპეთის, -
კანკელთ სპასეტი, -
წულის ქალწულის, -
მსოფლიოსია ნათესავი ასევე სულით.
Muxran Machavariani - Spetis Macxovris Kankeli
მუხრან მაჭავარიანი - სპეთის მაცხოვრის კანკელი
No comments:
Post a Comment