მუხრან მაჭავარიანი - ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა

რა დავაშავე?!
ო, რატომ, რატომ?!
ო, რატომ, რატომ?!
რატომ ვარ მარტო?!

რატომ არავინ არაა ირგვლივ?!
და თუა, -
თვალი რატომ არ მიჭრის?!
რა ოხრად მინდა
ამგვარი ფიქრი?!
რა ჭირად მინდა
ამგვარი ნიჭი?!

ხანდახან მინდა,
ნახევრად მინდა
ვიარო ქვეყნად
შენსავით ლაღმა,
შენსავით სხვისი
მჯეროდეს სიტყვა
შენსავით სხვისი
ვიყო თანახმა.

ადამიანი ვიყო შენსავით, -
ჩემი ხანდახან ნატვრა ეს არი.

Muxran Machavariani - Xma Mgagadeblisa Udabnosa Shina
მუხრან მაჭავარიანი - ხმა მღაღადებლისა უდაბნოსა შინა

No comments:

Post a Comment