მუხრან მაჭავარიანი - იყვნენ...

იყო წისქვილი,
იყო ლაშურა,
ჩეროიანი იყო ჩინარი...
დრომ ქნა თავისი, -
დღეს იმ ლაშურას
აღარ ცნია ნაწისქვილარიც.

შენი წისქვილი,
შენი ჩინარი,
შენი ირემი, -
მთასა მყვირალი, -
ყველა წასულა,
ჩემო ლაშურა,
მიკნავებულა შენი ჩხრიალი.

იყო წისქვილი,
იყო ლაშურა,
ჩეროიანი იყო ჩინარი.

Muxran Machavariani - Iyvnen...
მუხრან მაჭავარიანი - იყვნენ...

No comments:

Post a Comment