მუხრან მაჭავარიანი - საწუთრო

კვლავაა, ვით იყო, საწუთრო ალუბლური:
შეხედავ, - ბალია!
იგემებ, - ტყემალი!
რამდნეი კაცია მის მიერ დაღუპული!
ჯანდაბას! -
უდროოდ არ გვხოცდეს ქე მაინც!

კვლავაა, ვით იყო, საწუთრო ალუბლური:
შეხედავ, - ბალია!
იგემებ, - ტყემალი!
და მაინც კაია ყურძენი გალუმპული,
ბაასი ხილთანი და ხილთა ქებანი.

Muxran Machavariani - Sawutro
მუხრან მაჭავარიანი - საწუთრო

No comments:

Post a Comment