მურმან ლებანიძე - "იოდი, ბინტი, ჭრილობა, ჩირქი..."

იოდი, ბინტი, ჭრილობა, ჩირქი,
ირგვლივ ომი და ჰოსპიტლის ჭვარტლი...
ხარ ხეიბარი, რიყისქვა, ჯირკი,
კაცი არა ხარ, -
აგდიხარ ჯირკი!

ცა - ლამპის შუშა ტრამალის ბოლოს,
მზე - ჩაწეული, როგორც პატრუქი...
აგდიხარ ხორცი და ხორცში ცხოვრობს
სული დაღლილი
და უბადრუკი!

Murman Lebanidze - Iodi, Binti, Chriloba, Chirqi
მურმან ლებანიძე - იოდი, ბინტი, ჭრილობა, ჩირქი...

No comments:

Post a Comment