ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ! -
იმ ერთის პოვნის
თუ გახდი ღირსი!
არაერთს ისე მოეღო ბოლო, -
თვალიც ვერ მოჰკრა გაჩენილს მისთვის.
ერთისთვის ერთი არსებობს მხოლოდ!
სად არის იგი! -
ეს ღმერთმა იცის!
იმ ერთის ხილვის, -
იმ ერთის პოვნის, -
ათასში ერთი გამხდარა ღირსი.
No comments:
Post a Comment