არმაზ ფერცელიძე - დრო წურავს დროს და არა სიყვარულს

„მე მხოლოდ შენთან ყოფნა მინდოდა.“
ასე, მარტივად გეტყვი ყველაფერს,
ალბათ, გაიგებ უფრო იოლად,
ალბათ, შეამჩნევ, შეამჩნევ წამსვლელს.

დრო წურავს დროს და არა სიყვარულს.
ამის გაგება გიჭირს რატომღაც.
გიღირს რატომღაც... ეჩვევი ხმაურს
და აღარც გჯერა მზე რომ ამოვა.

მივდივარ რადგან ვეღარ გავუძლებ,
თავიდან კითხვას, ვერა ვერაფრით!
შენ წაკითხული წიგნი ხარ უკვე,
და მოგიძებნი თაროზე ადგილს.

Armaz Fercelidze - Dro Wuravs Dros Da Ara Siyvaruls

1 comment: