ნოდარ ადეიშვილი - "გაზაფხულია, რამე ინატრე"

გაზაფხულია, რამე ინატრე,
განა ყოველთვის გაგაწბილებენ,
განა ყოველთვის ცას და სინათლეს
თვალახვეული ანაწილებენ...

ხედავ? იებმა გადაგირბინეს,
შეგაბეს ყელზე ლურჯი ეჟვნები...
აწი საითაც უნდა გაფრინდე,
შენ არავისში არ შემეშლები.

Nodar Adeishvili - Gazafxulia, Rame Inatre

No comments:

Post a Comment