ჩვენ ვხვდებით ისევ უცნობი მხრიდან,
შენ, მეგობარო, მომეცი ხელი;
ჩვენ მეგობრები ვართ დიდი ხნიდან.
ჩვენ მეგობრები ვართ განუყრელი.
დგეხარ და უცდი, ვიცი ვის ელი,
ახ, მეგობარო...ლოდინი ლოდის.
ჩვენ მეგობრები ვართ დიდი ხნიდან,
და ჰა, მესამეც... შეხედე, მოდის.
Galaktion Tabidze - Chven Vxvdebit Isev Ucnobi Mxridan
გალაკტიონ ტაბიძე - ჩვენ ვხვდებით ისევ უცნობი მხრიდან
No comments:
Post a Comment