გალაკტიონ ტაბიძე - დგება თეთრი დღეები

დგება თეთრი დღეები,
რიდეების სეზონი;
გაჩნდნენ ორხიდეები
ყოვლად უმიზეზონი.

ლაჟვარდების კიდეო,
დაბურულო ზმანებით,
ლურჯო მონტევიდეო,
ვიწრო ხელთათმანებით;

სულში ნისლის ტბებია
და ქაოსის მხატვარი,
სადაც ვეღარ თბებიან
ფრთები ნამკათათვარი.

Galaktion Tabidze - Dgeba Tetri Dgeebi
გალაკტიონ ტაბიძე - დგება თეთრი დღეები

No comments:

Post a Comment