ანა კალანდაძე - "როგორ ხარ? - ჩუმად იკითხე"

როგორ ხარ? - ჩუმად იკითხე
(ძველი ნაღველი გშთენია...)
დაბნელდა ირგვლივ მზის სხივი
მხოლოდ ბორბალოს ჰფენია...
- რა მიშავს? - თვალი მარიდე
დაფარულ ცეცხლთა მკრთომელი..
ჩანს, არ ყოველი წაშლილა,
არც... არაგვს მიაქვს ყოველი!

Ana Kalandadze - Rogor Xar? - Chumad Ikitxe
ანა კალანდაძე - როგორ ხარ? - ჩუმად იკითხე

No comments:

Post a Comment