კახეთში თუ არ გისვამს მანავი

კახეთში თუ არ გისვამს მანავი,
ქართლში ურმული თუ არ გსმენია,
იმერეთის ცამ თუ არ მოგხიბლა
ანაც სვანეთის კლდეთა გენიამ

თუ აჭარაში არ გყავს ძმაკაცი,
გურიის მთებში თუ არ გივლია,
არ გიტირია სამეგრელოში
ბროწეულები როცა ტირიან,

თუ თბილისელი ქალების ეშხმა,
გული ბოლომდე არ გადახია
საქართველოში ყოფილხარ მაშინ
და საქართველო არ გინახია

Kaxetshi tu ar gisvams manavi

No comments:

Post a Comment