ტერენტი გრანელი - "ეს ცხოვრება სარკესავით ელავს"

ეს ცხოვრება სარკესავით ელავს
ასეთ ყოფნას ვეუბნები უარს
ვიღუპები, არ იქნება შველა
ცხოვრებას და პოეზიის შუა!

აკეთებენ სადღაც ჩემთვის კუბოს,
ნელა მივალ და გულია ღერძი,
ეს ცხოვრება ტალახია უფრო
და ცხოვრება პოეზიას ებრძვის!

მთაზე ისევ ჩამოწვება ნისლი,
მინას უცებ ჩაუარა ქალმა,
სადღაც ახლა იქ სიმღერა ისმის,
სადღაც ახლა ქეიფია ალბათ.

ეს ცხოვრება სარკესავით ელავს,
ასეთ ყოფნას ვეუბნები უარს,
ვიღუპები, არ იქნება შველა
ცხოვრების და პოეზიის შუა!

Terenti Graneli - Es cxovreba Sarkesavit Elavs
ტერენტი გრანელი - ეს ცხოვრება სარკესავით ელავს

No comments:

Post a Comment