ტერენტი გრანელი - წუხს როიალი ბაღის მახლობლად

წუხს როიალი ბაღის მახლობლად
და მოდის გზიდან სხივთა კრებული.
ალბათ, სადღაც შორს ვიღაც ნაღვლობდა,
იქაც დარდია გამეფებული.

წუხს როიალი, მე რაღაც მტკივა,
დავტოვებ თბილისს და წავალ დასთან,
ვნახოთ, ეს ფიქრი სანამდი მივა,
ვნახოთ ეს ტანჯვა სანამდი გასტანს...

Terenti Graneli - Wuxs Roiali Bagis Maxloblad
ტერენტი გრანელი - წუხს როიალი ბაღის მახლობლად

No comments:

Post a Comment