გალაკტიონ ტაბიძე - დაიჯერე თუ არ გჯერა

დაიჯერე, თუ არ გჯერა,
რომ ეს გლოვის ზარებია,
არ მინახავს შენი მზერა
და არავინ მყვარებია.

დაიჯერე, თუ არ გჯერა,
მოვიარე მიწის კალთა,
თან დამდევდა ბედისწერა
ჩემთა უგზო ხეტიალთა.


Galaktion Tabidze - Daijere tu ar gjera

2 comments:

  1. მაგარი ლექსია ვგიჟდები ამ ლექსზე

    ReplyDelete
    Replies
    1. ამ ლექზე და გალაკტიონ ტაბიძე - მთაწმინდის მთვარე
      ჯერ არასდროს არ შობილა მთვარე ასე წყნარი!
      მდუმარებით შემოსილი შეღამების ქნარი
      ქროლვით იწვევს ცისფერ ლანდებს და ხეებში აქსოვს...
      ასე ჩუმი, ასე ნაზი ჯერ ცა მე არ მახსოვს!
      მთვარე თითქოს ზამბახია შუქთა მკრთალი მძივით,
      და, მის შუქში გახვეული მსუბუქ სიზმარივით,
      მოჩანს მტკვარი და მეტეხი თეთრად მოელვარე...
      ოჰ! არასდროს არ შობილა ასე ნაზი მთვარე!
      აქ ჩემს ახლო აკაკის ლანდს სძინავს მეფურ ძილით,
      აქ მწუხარე სასაფლაოს, ვარდით და გვირილით,
      ეფინება ვარსკვლავების კრთომა მხიარული,
      ბარათაშვილს აქ უყვარდა ობლად სიარული... ამ ლექზე ვგიჟდები

      Delete