ლაშა-გიორგი - მე სიმშვიდე მჭირდება

მე სიმშვიდე მაწუხებს და ხანდახან ისე მღლის,
მივატოვებ ყველაფერს და შენს ხელებს ვბარდები,
ახლა ისე დარია და ისეთი ქარი ქრის,
შრიალებენ ტყემლები,სახლში თრთიან ფარდები.

მპატიობენ ყველაფერს ჩემი ამხანაგები,
მეზობლები არ ვიცი,იქნებ ვეღარც მიტანენ,
მატარებელს მიჰქონდა სამშობლოს სანახები,
მე კი სული შენამდე სუფთად ვერ მოვიტანე.

ახლა ჩემი სოფელი იმზირება ჩეროდან,
ქალაქიდან წავედი,რადგან ძლიერ ხვატია,
მანძილია სახლამდე და მივათრევ ჩემოდანს,
სადაც ორი პერანგი და შენი ნახატია.

მე სიმშვიდე მჭირდება და ხანდახან ისე მღლის,
მივატოვებ ყველაფერს და შენს ხელებს ვბარდები,
სოფელში ზაფხულია და ისეთი ქარი ქრის,
შრიალებენ ტყემლები,სახლში თრთიან ფარდები.

Lasha Giorgi - Me Simshvide Mchirdeba

No comments:

Post a Comment