ჩემი ბავშვობის ეზო,
რცხილის უთავო ტანი,
მზე - შორეული ეგზომ,
ზღურბლზე - ზამთარი მკვდარი.
იყო მეზობლის გოგო,
მიმსგავსებული კოკობს,
ყინული იდგა ქარში,
სახლში უკრავდა მარში.
ბებერი თებერვალი,
უყვარდა სოფლის დალაქს,
ლიანდაგების რვალით,
მე გამაგზავნეს ქალაქს.
lasha-giorgi-(qve)cnobieri
No comments:
Post a Comment