ლაშა-გიორგი - შემოდგომა მოდის რუხი

შემოდგომა მოდის რუხი,
დიდი ფოთოლცვენები,
შენ უფრთხოდი ჭექა-ქუხილს,
გსურდა ღამის მცველები.

მოვყვებოდი ცივ ქვაფენილს,
სველი ზეცა მეხურა,
წვიმა გწერდა ჩემგან წერილს,
გწერდა ბატიფეხურად.

შემოდგომამ თან წაიღო,
რაც ავკინძე მინაზე,
მერე წვიმამ გადაიღო,
დარჩა შენი სინაზე.

No comments:

Post a Comment