ლაშა-გიორგი - თვითმარქვია პოეტი

ვსეირნობდი თბილისში,მეტეხზე ცა ეკიდა,
მტერი არსად არ ჩანდა,არსად სჩანდა გამცემი,
მეიდანზე ყაყაჩოს ალმური წაეკიდა,
და ჩურჩული მასმინა ფრიად თავზარდამცემი:

საწვიმარი ღრუბლები დილით ქარმა გარეკა,
როცა ვახტანგ გორგასალს ქორი გადაკარგვია,
და ისმოდა ყიჟინი აღტკინებულ მარეკთა,
რად არა სწერ ამაზე,პოეტო თვითმარქვია?

ქალაქს წამოფაფრვია კოშმარები ურჩხულის,
მიმოზების მორცხვობას სხვა სახელი რა ქვია?
და ჩამესმის ყაყაჩოს ვნებიანი ჩურჩული,
რად არა სწერ ამაზე,პოეტო თვითმარქვია?



აისი ვერ იხილა მთვარემ თავდადებულმა,
ეს ღვთიური წყევლაა თუ კერპების ხარკია?
ქორწინება ნუშების რისთვის გადადებულა,
რად არა სწერ ამაზე პოეტო თვითმარქვია?

აზიურ მზეს ირეკლავს უბნის შუშაბანდები,
მეიდანზე ყაყაჩოს  ვგონებ ცეცხლი მოედო,
და ჩურჩულით მაუწყა თავის გულისნადები:
ერთი სტროფი მაჩუქე თვითმარქვია პოეტო.

lasha-giorgi-tvitmarqvia poeti

No comments:

Post a Comment