გული სიკეთით მოვქარგე,
სული მაქვს ვარდთა მთოველი,
სიყვარულს მეპირებიან
გრძნობები დაუცხრომელი.
მიხარის თქვენთან სიცოცხლე,
ყოფნაც მალაღებს თქვენთანა,
ღვთის სადიდებელს ვმღერივარ,
მოყვარესთან და მტერთანა.
ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ,
გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას,
მიხარის, ღიმილიანი,
ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა.
goderdzi choxeli - sicocxlis simgera
No comments:
Post a Comment