ლაშა-გიორგი - ხეკორძულას წყალი მისვამს

ხეკორძულას წყალი მისვამს,
მცხეთა ისე ამიგია,
მკლავი მომჭრეს დილას სისხამს,
კრინტი არსად გამიღია.

დაფასება ღვაწლის ნაცვალ,
მე ოდითგან გამიგია,
ვუფრთხილდები ყველა მარცვალს,
მაგრამ ბედთან წამიგია.

მეფეს აფხაზთ,მეფეს ჰერთა,
თათბირს აწვდის სპარსი ფარსმან,
შეხამება არის ფერთა,
მაინც უნდა ძელზე გამსვან.

დიდოსტატი არსაკიძე,
ცეცხლისმფრქვეველს ვჭედდი ხმალებს,
გაღეღილი მაქვს საკინძე,
ვმალავ მკერდზე ძველ ნახმალევს.

დაე,დავრჩე კირითხურო,
არ ვიკადრებ სხვის გამხელას,
ოღონდ შენ ნუ ისმენ ყურო,
რომ დავდივარ მე ცალხელა.

ხეკორძულას წყალი მისვამს,
მცხეთა ისე ამიგია,
მკლავი მომჭრეს დილას სისხამს,
რატომ კარგი აგიგია.

lasha-giorgi - xekordzulas wyali misvams

No comments:

Post a Comment