ლაშა-გიორგი - გამომელია

გამომელია.
მოთმინება გამომელია.
მე დავეძებდი ენძელებს და აქაც იები,
ნეტავ,
სადაა ჩემი ეზო ან რომელია?
გამიხსენებენ ჩემი სოფლის აკაციები?

გამომელია.
სიხარული გამომელია.
მე დავეძებდი გვირილებს და აქაც იები,
ღმერთო,
სადა მაქვს მე ადგილი ან რომელია?
სად შრიალებენ შეფოთლილი აკაციები?

გამომელია.
სიძულვილიც გამომელია.
მე დამიტირეს შაითნებმა სიცილ-ხარხარით,
ნეტავ,
სადაა ჯოჯოხეთი ან რომელია?
სად მივაკითხო დროზე ადრე ჩემი სამხარით.

გამომელია.
მე სიტყვები გამომელია.
და თეთრ ფურცელზე ნაღველიან მელნად დავშვრები,
ეს გაზაფხულიც გაგიჟების საზომელია,
ჩემი სარკმლის წინ ჟღურტულებენ ცელქი ბავშვები.

Lasha-Giorgi - Gamomelia
ლაშა-გიორგი - გამომელია

No comments:

Post a Comment