ლაშა-გიორგი - მე მაწუხებდა სიცივე

მე მაწუხებდა სიცივე,
მარანთან ახლოს,საბძელი.
გულს არ მთავაზობ ვიცი მე,
და მეც უშენოდ გავძელი.

სულს ვერ იჭერდა აღვირი,
ოი, რარიგად ვიწვალე,
დუმდა ბუნების საყვირი,
მერცხალს ელოდა სიმწვანე.

ღამეს რა ებუებოდა,
შენზედ დახარჯა,ალობდა,
ზამთარს არ ეპუებოდა,
ბებერი შაშვი გალობდა.

შენ კი...ხელთათმან კაშნიან
დაიარები ამქარში,
ფიქრები შენზე ამშლიან,
ამ დღეს,ამ თოვლში,ამ ქარში.

მე მაწუხებდა სიცივე,
მარანთან ახლოს,საბძელი.
გულს არ მთავაზობ ვიცი მე,
და მეც უშენოდ გავძელი.

Lasha-Giorgi - Me Mawuxebda Sicive
ლაშა-გიორგი - მე მაწუხებდა სიცივე

No comments:

Post a Comment