ლაშა-გიორგი - ცოლად გამომყევ

მე დავასრულე დღეს სიჭაბუკე,
მგონი შენც გახდი დღეს დიაცური,
თუმცაღა გარეთ უკრავენ ბუკებს,
ვერ დავამარცხე ჩემში მაცდური.
დღეს ჩვენი უნდა დაიწყოს ერა,
შენი თანხმობა მჭირდება ახლა,
მე მიყვარს შენი ყოველი ბგერა,
ყელს რომ ამოსცდა მაღლა და მაღლა.
შენთვის თუ მითქვამს ბევრი სიცრუე,
მერე დავკრიფე ველად ენძელა,
მე ავაშენებ სადმე ფიცრულებს,
ერთად ვიცხოვროთ,დიდხანს,დღეგრძელად.
ვიცი,ძნელია ერთად ცხოვრება,
შენ ხარ დამფრთხალი,როგორიც შველი,
მე შენთან ერთად მინდა ცხონება,
იმედი მომე,მომე საშველი.
მაგრამ ჯერ უნდა მქონდეს სახადი,
ბოლოს კი გეტყვი:"ცოლად გამომყევ",
წარმოიდგინე,ჩვენ ვართ ნახატი,
მე-ჯოჯოხეთი,შენ კი სამოთხე.
დღეს ჩვენი უნდა დაიწყოს ერა,
შენი თანხმობა მჭირდება ახლა,
მე მიყვარს შენი ყოველი ბგერა,
ყელს რომ ამოსცდა მაღლა და მაღლა.

Lasha-Giorgi - Colad Gamomyev

No comments:

Post a Comment