მიტოვებული ქარის წისქვილი,
თეთრი სიმინდი მსუყე ფენებად,
საღამოს ჩემთან მოვა სიკვდილი,
სახეზე ცივად მომეფერება.
ხევსურის ქალი,ხავერდიანი,
ხევსურის ქალი,თვალებბრიალა,
სწუხდა ტირიფი,გულდარდიანი,
ჩვენ განშორებამ აგვაბრიალა.
გადანაქსოვი რცხილის გოდორი,
ჩამიწებული ჩემი ყანები,
ლურჯი არხოტი,მწვანე კოდორი,
და უცხო ქვეყნის ჩინგისხანები.
მიტოვებული ქარის წისქვილი,
თეთრი სიმინდი მსუყე ფენებად,
საღამოს ჩემთან მოვა სიკვდილი
და ცივი სუნთქვით მომეფერება.
lasha-giorgi - qaris Wisqvili
No comments:
Post a Comment