ანა კალანდაძე - წელს, ამ გაზაფხულზე

წელს ამ გაზაფხულზე მინდორთა მშვენიერ
ფერებით მმოსავი,
ო, არსად გაშლილა უჩვენოდ არცერთი
ია და შროშანი...
თითქოს ჩვენ გვმონებენ იმათი პაწია,
პაწაწა ძალები
და არა ზესკნელთა და არა ქვესკნელთა
უხილავ მბრძანებელს...
წელს, ამ გაზაფხულზე მინდორთა მშვენიერ
ფერებით მმოსავი,
ო, არსად გაშლილა უჩვენოდ არცერთი
ია და შროშანი...

Ana Kalandadze - Wels, Am Gazafxulze
ანა კალანდაძე -  წელს, ამ გაზაფხულზე

No comments:

Post a Comment