ლაშა-გიორგი - გურია

ვარ შემართული ვით ბედისწერა,
საათი მიაქვთ ისრებს წვალებით,
ავუტანივარ ლექსების წერას,
შეპყრობილი ვარ გარდაცვალებით.
მოხუცი ბებო მახვედრებს საფქვავს,
სოფელში მიცდის ლეკვი მურია,
ალმურიანი სახე რომ გაგთქვამს,
მაგ ალმურებზე კოცნა მწყურია.
რა გულუბრყვილო ყოფილხარ ეგზომ,
უსიტყვოდ გჯერა ყველა არაკი,
წელზე მეხვევა მე ჩემი ეზო,
ან ამოქმედდა ბებოს არაყი.
ოჰ გატაცებავ სიყმაწვილისა,
მე მალე წავალ,შენ აქ დარჩები,
მიწას სურნელი ქონდა წვიმისა,
სოფელს ეწვივნენ დილით ჩარჩები.
ღამე ჭინკებით სავსე შუკები,
ვერმიტანილი ცხვირთან თითები,
ანცი ბავშვობა და ბლის კურკები,
სიჭაბუკე და შენთვის ტიტები.
რუხმა ღრუბელმა ცა გაამლაშა,
გაავებული უყეფს მურია,
გვარი-ჩხაიძე,სახელი-ლაშა,
ჩემი სამშობლო არის გურია.

Lasha-Giorgi - Guria

No comments:

Post a Comment