ხმელეთად დამეგო დღე-ღამის ნიშა...
დაუსრულებელ ტკბობად ვიქეცი,
შენ თუ გადარჩი მე რაღა მიშავს?!.
მზისგან ხომ ჩემსკენ გამოიქეცი?!.
იყო ზღვა,
იყო მოლურჯო ღამე,
იყო ცა ღრუბლის ჩამონაგლეჯი,
მინდოდა,
ეცნე მთვლემარე მთვარეს,
დარდით და ბოღმით გულმკერდგახლეჩილს.
იყო,
იმდენი რაიმე იყო...
არც არაფერი ყოფილა ბევრი,
სულყველგან წვიმა რომ ყოფილიყო,
რაღა გამრჯიდა ქარების დევნით.
გამილალისფრდა სიზმრები შენზე,
გამირიჟრაჟდი მწვანე დარაბად,
ალბათ ოდესმე გაქცევას შევძლებ,
გაჩუქებ,მთელ ჩემს დავიდარაბას...
No comments:
Post a Comment