ნიავი მედება სახეზე სუროსავით.
ისევ ვისაზრდოვებ ბედის ირონიით…
შენი სიფაქიზე სადღაც გამიქრა და
ვეღარ დავიბრუნე...
თუმცა გულისყურით
ვეძებდი ყველგან,
ვატარებდი გზამკვლევს
კომპასებით...
მორთულ ქვაფენილებს ჩოქვით დავყვებოდი.
მინდოდა ამეხსნა ყველა სიზმარი და
სადმე დამენახე...
ნასიზმარალივით...
დარდით არეული სადღაც ვიყურები.
ქუჩა ბნელია და მარტოსული.
მინდა სიახლოვის სიხარულით
გადავასხვაფერო ყველაფერი...
კარით...
აშენებულ ბარიერებს ვამსხვრევ.
მაინც ჩემი გახდე უნდა...
ყველა ჩაგიხერგე გასასვლელი
ისევ დაგიჭირე რადგან
გულით...
მომინდი და ჩემთვის მესურვილე...
როგორც არასდროს და არსად
სისხლში დამიარა ვნების ჟრუანტელმა
წამით ყველაფერი გაქრა...
ფიქრით...
გავაჩერე დროის სიძუნწე და
გრძნობით დაგეწაფე ბაგეებზე...
ვისთვის სად მთავრდება არსებობა.
ჩემთვის აქ იწყება ყველაფერი...
Nika norieli - Nasizmarali
ისევ ვისაზრდოვებ ბედის ირონიით…
შენი სიფაქიზე სადღაც გამიქრა და
ვეღარ დავიბრუნე...
თუმცა გულისყურით
ვეძებდი ყველგან,
ვატარებდი გზამკვლევს
კომპასებით...
მორთულ ქვაფენილებს ჩოქვით დავყვებოდი.
მინდოდა ამეხსნა ყველა სიზმარი და
სადმე დამენახე...
ნასიზმარალივით...
დარდით არეული სადღაც ვიყურები.
ქუჩა ბნელია და მარტოსული.
მინდა სიახლოვის სიხარულით
გადავასხვაფერო ყველაფერი...
კარით...
აშენებულ ბარიერებს ვამსხვრევ.
მაინც ჩემი გახდე უნდა...
ყველა ჩაგიხერგე გასასვლელი
ისევ დაგიჭირე რადგან
გულით...
მომინდი და ჩემთვის მესურვილე...
როგორც არასდროს და არსად
სისხლში დამიარა ვნების ჟრუანტელმა
წამით ყველაფერი გაქრა...
ფიქრით...
გავაჩერე დროის სიძუნწე და
გრძნობით დაგეწაფე ბაგეებზე...
ვისთვის სად მთავრდება არსებობა.
ჩემთვის აქ იწყება ყველაფერი...
Nika norieli - Nasizmarali
No comments:
Post a Comment