განცდა მაქვს თითქოს ობოლი ვიყო,
თითქოს რა მყავდეს ქვეყნად არავინ,
თითქოს და გაქრა -კარგი რაც იყო;
ეს გრძნობა მძაფრავს-გულშემზარავი.
კი ვაღიარებ ცოდვებს ჩადენილს,
მაგრამ სულისთვის ეს არა კმარა…
წარმიწყდა სული-როგორც განდეგილს,
მძიმედ ჩამოკრა განგების ზარმა…
არა არ ვწუწუნებ,უბრალოდ მტკივა
გული-და სულიც თავისას ტირის,
ეს განცდა მბორკავს-ამიტომ მცივა,
უბრალოდ გამოვთქვამ ჩემს გულისტკივილს.
No comments:
Post a Comment