გიორგი ზანგური - უსმეთ ვარდების წითელ ღაღადისს

უსმეთ ვარდების წითელ ღაღადისს,
ქალწულთა უარს კოკრების გაშლას,
თქვენ კაბა გეცვათ თეთრი, ქაღალდის
ჩემი სტრიქონი რომელზეც გაშრა.
მკერდთან ჩახსნილი ღილები ვრითმე,
სურნელოვანი ბწკარის საყელო
და ყვიტილივით სიყვარულს ვითმენ
პოეტი,უცხო და უსახელო.
ქუდი გეხურათ ისიც ქაღალდის,
გიშრის ჩანჩქერი მხრებზე გეფინათ,
ტანზე გეწერათ მალე დაღამდეს"!
ვკითხულობდი და ჩამომეძინა.

Giorgi Zanguri - Usment Vardebis Witel Gagadiss
გიორგი ზანგური - უსმეთ ვარდების წითელ ღაღადისს

No comments:

Post a Comment