მუხრან მაჭავარიანი - "ვინც კი, საერთოდ, რაიმეს უცდის"

ვინც კი, საერთოდ,
რაიმეს უცდის, -
ტაქსის უცდის თუ
ტრამვაის უცდის! -
უკეთუ უცდის,
რაკიღა უცდის, -
ეს იმას ნიშნავს,
რომ სიკვდილს უცდის.

Muxran Machavariani - Vinc Ki, Saertod, Raimes Ucdis
მუხრან მაჭავარიანი - ვინც კი, საერთოდ, რაიმეს უცდის

No comments:

Post a Comment