მუხრან მაჭავარიანი - "წეღან ცა ქუხდა"

წეღან ცა ქუხდა,
ცახცახებდნენ ხენი შიშითა...
მიწაზე
ბარტყებს ანარცხებდა ბუდიდან დელგმა...
სუფევს გარშემო იმნაირი ახლა სიმშვიდე,
თითქოს, - რაც მოხდა,
მოხდა როსმე,
და, არა წეღან.

Muxran Machavariani - Wegan Ca Quxda
მუხრან მაჭავარიანი - წეღან ცა ქუხდა

No comments:

Post a Comment