მურმან ლებანიძე - "დაძინებამდის მე უნდა ვნახო"

დაძინებამდის მე უნდა ვნახო
და ჩავიყოლო სიზმარშიც თანა:
მთებში გაჭრილი პატარა ასო,
ტყეში გაშლილი პატარა ყანა...

სინათლეს ვაქრობ - ქრისტესის ახლო
ბალამწარები ტყისპირას დგანან,
მთებში გაჭრილა პატარა ასო,
ტყეში გაშლილა პატარა ყანა...

ოჰ, გმადლობ, ჩემი სიზმრების ბაღო,
ჩემი ბავშვობის უტკბესო ხანავ -
მთებში გაჭრილო პატარა ასოვ!
ტყეში გაშლილო პატარა ყანავ!

Murman Lebanidze - Dadzinebamdis Me Unda Vnaxo
მურმან ლებანიძე - დაძინებამდის მე უნდა ვნახო

No comments:

Post a Comment