ოთარ ჭილაძე - "ხეებს ფოთოლი დასცვივდა ისევ"

ხეებს ფოთოლი დასცვივდა ისევ-
სიბერის შუქით განაზებული-
და ტოტებს შორის გამოჩნდა სივრცე,
აქამდე თითქოს არარსებული.
მერე კი მთებზე მოთოვა ოდნავ
და დღე ბრმასავით დაიბნა ქარში...
შენც ფრთები უკვე გაშლილი გქონდა
და ვერ მივმხვდარვარ - რატომღა დარჩი.

Otar Chiladze - Xeebs Fotoli Dascvivda Isev
ოთარ ჭილაძე - ხეებს ფოთოლი დასცვივდა ისევ

No comments:

Post a Comment