ნუ აუტირებ მშობელსა,
ნუ მიაბარებ შავ მიწას
ამ სოფლის გაუცნობელსა,
ნუ ვნახავ ბავშვის კუბოსა
ნუ გამხდი შენსა მგმობელსა!
აცადე, გაძღეს სიცოცხლით, -
ავის და კარგის ნახვითა,
შაეძლოს მამულის დაცვა
გამაგრებულის მკლავითა.
თუ არ აცლიდი, სოფელი
რადღა აჩვენე თვალითა?!
Vaja-Fshavela - Gmerto, Nu Mohklav Pataras
ვაჟა-ფშაველა - ღმერთო,ნუ მოჰკლავ პატარას
No comments:
Post a Comment