მურმან ლებანიძე - "იგავ სურათი ცაგერში, ონში"

იგავ სურათი ცაგერში, ონში:
ე, მაგ სოფლიდან, რომ ჩანს რუს იქით,
ოთხასი კაცი წალალეს ომში
„ცუმპა-რამპათი", ზათქით, მუსიკით...

მანდ გაძეძგვილი მახსოვს ნალია,
ჩამპალა მორი, დებული ხიდად, -
ახლა სოფლიდან ნასოფლარია,
მამშვიდებ, პარტახს ვუცქირო მშვიდად...

თავსლაფი - მწერლის მზაკვრობას მხატვრულს!
თავსლაფი - პოეტს, რომელიც სტყუის!..
აწივლებს ქარი უყავრო სართულს,
საკვამურებში ზამთარი ჰყმუის!

Murman Lebanidze - Igav Surati Cagershi, Onshi
მურმან ლებანიძე - იგავ სურათი ცაგერში, ონში

No comments:

Post a Comment