მუხრან მაჭავარიანი - ვაი ჩვენს პატრონს!

დავდივარ, როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი,
ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი,  ხან კიდევ კევრი.

ვხედავ – რეგვენი ლაპარაკობს ამაყად, მძიმედ,
და. მე შენ გეტყვი – უბატონოდ ხმას გასცემს ვინმე.

კაცი თუ ქალი, ეჯიბრება იმაში ურთერთს:
სიტყვის და საქმის დაცილებას ვინ შესძლებს უკეთ.

გზადაგზა მხვდება კმაყოფილი სიფათი რეგვნის,
ფოთლებს უწვდიან ლამაზმანებს ამაოდ ლეღვნი.

დროდადრო მესმის უხერხული ხალხური ლექსი: -
ვჭამოთო კარგად, არაფერი შეგვრჩება მეტი.

ვაი, ჩვენს პატრონს. ჩვენი ყოფის თავი და ბოლო, -
ჭამა და საჭმლის მონელება თუ არის მხოლოდ!

დავდივარ, როგორც დადიოდა ჩემამდე ბევრი,
ჩემს თავზეც ბრუნავს ხან დოლაბი,  ხან კიდევ კევრი.

Muxran Machavariani - Vai Chvens Patrons!
მუხრან მაჭავარიანი - ვაი ჩვენს პატრონს!

No comments:

Post a Comment