ზვიად რატიანი - "წერე, რასაც არავინ დაგიჯერებს"

წერე, რასაც არავინ დაგიჯერებს,
ვითომც არაფერი, წერე
მოჩვენებებზე, რომელთა არსებობას
ვერც შენ ირწმუნებდი, მაგრამ...
წერე, რასაც არავინ გაპატიებს
მანდ არა!
ქვემოთ, ფურცელზე წერე,
რომ შენ თვითონ ხარ საკუთარი თავის სამშობლო
და რომ წმინდააა შენი გული.
წერე, რის გამოც დაგცინებენ
ნუ დაუცდი შთაგონებას, თამამად წერე
ყოველდღიურ უსამართლო დამცირებებზე
და პირჯვარ-აყრილ
შენს რწმენაზე
... კიდე რა?
წერე სიყვარულზეც
და თქვი, რომ ჩაწვი საიდუმლოს
რომ ლექსები
იწერება
სიყვარულმადე
და იკითხება
სიყვარულის შემდეგ.

Zviad Ratiani - Were, Rasac Aravin Dagijerebs
ზვიად რატიანი - წერე, რასაც არავინ დაგიჯერებს

No comments:

Post a Comment