ოთარ ჭილაძე - "შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც"

შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც.
გულზე ახლოს ხარ და ღმერთზე ზემოთ,
ჩემო ტანჯულო, ჩემო მტანჯველო,
დაულეველო სამშობლოვ ჩემო.

შენთან ვარ, მაგრამ მაინც დაგეძებ,
როგორც დაეძებს საჭმელს მშიერი,
და ამ პატარა მიწის ნაგლეჯზე
შემაძრწუნებლად ვარ ბედნიერი.

Otar Chiladze - Shena Xar Chemi Jildoc, Sasjelic
ოთარ ჭილაძე - შენა ხარ ჩემი ჯილდოც, სასჯელიც

No comments:

Post a Comment