ოთარ ჭილაძე - "წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე"

წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე
მაშინ გადირბენს, როცა არ ელი,
და მერე დაგაქვს, როგორც მოტივი,
აჩემებული და საყვარელი.

მაგრამ შენ უკვე ტყუილად ბორგავ,
დამთავრდა ვნება-დარჩა ამბავი....
და სველ აფიშას კითხულობა ქოლგა
და თავისი გზით მიქრის ტრამვაი.

Otar Chiladze - Wvimac Asea: Mtvrian Totebzeოთარ ჭილაძე - წვიმაც ასეა: მტვრიან ტოტებზე

No comments:

Post a Comment