მურმან ლებანიძე - “მიყვარდა, მეყვარება შემოდგომის დღეები“

მიყვარდა, მეყვარება შემოდგომის დღეები,-
მოწყენით
ნეტარება
და ოცნების
ფრთეები...

კლდეში მოდგა ზამთარი, ჩამოთეთრა ღრეები,
წვიმს, სარკმელში
ჩამდგარან
აბუზული
ხეები...

რის დღეები! - გადიან თვეები და წლეები, -
ამოდიან,
ჩადიან
გამურული
მზეები

Murman Lebanidze - Miyvarda, Meyvareba Shemodgomis Dgeebi
მურმან ლებანიძე - მიყვარდა, მეყვარება შემოდგომის დღეები

No comments:

Post a Comment