მურმან ლებანიძე - "პოეტიაო ჩემი ქმარი, - ხალხში რომ იტყვის"

პოეტიაო
ჩემი ქმარი, - ხალხში რომ იტყვის, -
არა თუ რისკი,
სიბრიყვეა ქალისგან თითქმის...

საქართველოში
ამაღამდელ ახალწლის ღამეს,
ორ-სამ ქალს ექნეს,
დიდი დიდი უფლება ამის!

ეს გაუმარჯოს,
გაუმარჯოს იმ ორ თუ სამ ქალს,,
ვინც დაჰყაბულდა
ღარიბ სადილს და ღარიბ სამხარს.

და ქმარს, საკუთარს,
ორთავ თვალი კი არ დასთხარა,
არ აბჟუტურა
და სიგლახე არ ატატყუნა, -

გამოატარა
ათწლედები რჩეულს კაცურად
ბეწვის ხიდზე და
ხალხს პოეტი შეუნარჩუნა...

მაშ გაუმარჯოს,
გაუმარჯოს იმ ორ თუ სამ ქალს,
მას მერე - კაცს და
კაცის შუბლზე პოეტის დამღას!

Murman Lebanidze - Poetiao Chemi Qmari, - Xalxshi Rom Ityvis
მურმან ლებანიძე - პოეტიაო ჩემი ქმარი, - ხალხში რომ იტყვის

No comments:

Post a Comment